Wednesday, June 29, 2016

სასწავლო პროექტი


პროექტიგაზაფხული ჩვენს სოფელში” - V კლასი   7 მოსწავლე
პრობლემის განსაზღვრა
ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები მოსწავლეებს ეხმარება სამყაროს მთლიანობის აღქმაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მათ შეძლონ სხვადასხვა დისციპლინაში  მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება და პრაქტიკულად გამოყენება.

მიზანი

გარემომცველი სამყაროს შეცნობა;
ბუნებრივი პოზიტიური დამოკიდებულებების განვითარება;
დაკვირვების, აღწერის, აღრიცხვის, კლასიფიკაციის, კომუნიკაციის, მონაცემთა ორგანიზების უნარის განვითარება;
საკუთარი დამოკიდებულების წერილობითი გადმოცემისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება;
თვითშეფასების უნარის განვითარება;
პრეზენტაციის უნარის განვითარება.
წინარე ცოდნა
. წელიწადის დროების დახასიათება,შემეცნება
. ფიზიკური მოვლენების აღქმა
. ბუნებაში მიმდინარე პროცესების ანალიზი

ვადები
 7  სასწავლო დღე

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ბუნ.ll.5. მოსწავლე ორიენტირებს ნაცნობ გარემოში
ბუნ.ll.3. მოსწავლე აღწერს ადვილად დაკვირვებად მოვლენებს     

 
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები/ პროექტის მსვლელობა
1) მოსამზადებელი ეტაპი ამოცანები:
 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კლასი გავყავი ორ ჯგუფად,აირჩიეს ლიდერი, ერთ ჯგუფს დაევალა ზედა ბუგეულის ბუნებაზე  დაკვირვება,ხოლო მეორე ჯგუფს ქვედა ბუგეულის ბუნებაზე დაკვირვება. აგროვენ მასალებს.
მოსწავლეებისათვის პროექტის მიზნის გაცნობა;
შესაბამისი დავალებების მიცემა;
ფუნქციების განაწილება ჯგუფებს შორის;
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (ტრანსპორტი, რესურსები და სხვ.).
მოსალოდნელი შედეგები?პროდუქტები რაც შიძლება შეიქმნას
შედეგი თვალსაჩინო იქნება როცა მოსწავლე წარმოადგენს სურათებს,ვიდეო მასალას,პერბარიუმს, შექბნის ბუკლეტებს,წარმოადგენს ვიდეო პრეზენტაციას,შექმნის ბლოგს.

პროექტის ხელმძღვანელი
ქეთო კობახიძე
ელ-ფოსტა



გაკვეთილის გეგმა

                                                                


გაკვეთილის მთავარი თემა
მცენარეთა კვება


სწავლების საფეხური
V კლასი, 7 მოსწავლე


მოსწავლეთა პროფილი
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის

გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა

გაკვეთილი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეები ეცნობიან მცენარის ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს
გაკვეთილის მიზნები და შედეგები


მცენარეთა განვიტარებისათვის საჭირო პირობების(სითბო,სინათლე,წყალი,ნახშიროჟანგი)
შესწავლა
წინარე ცოდნა


მოსწავლე აყალიბებს მცენარის ფოთლის აგებულებას,სინათლეზე ფოთლებში საკვები ნივთიერებების შექმნის პროცესს-ფოტოსინთეზს.


შეფასების საგანი და პროცედურები
კლასის ჯგუფებად დაყოფა, წინასწარ მომზადებული კითხვარის დარიგება და შესაბამისი პრეზენტაციის წარმოდგენა
ბუნ.ll.2. მოსწავლე ამოიცნობს და აღწერს მცენარის ზრდის პროცესს
ბუნ.ll.10. მოსწავლე აღწერს მცენარეთა მნიშვნელობას ადამიანისათვის
სასწავლო მასალა  და ტექნიკური რესურსები


მეცნიერების  ენციკლოპედია, კომპიუტერი,პროექტორი,ვიდეო აპარატურა,სლაიდები,ლაზერული დისკები
გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილს ვიწყებთ მისალმებით და დავალების შემოწმებით 10 წთ.
მოსაწავლეთა გამოწვევა  ფრონტალური კითხვებით.წინარე ცოდნის გააქტიურება.15წთ
თვალსაჩინოების გამოყენებით ვახდენ  ახალი ცოდნის კონსტრუირებას.15წთ
ვახდენ ძველი და ახალი  ცოდნის გაერტიანებასა და განმტკიცებას.5წთ